ირაკლი კახიძე ბერგენის საოპერო ფესტივალზე

11 აგვისტო 2016, 00:00 4111 ნახვა

ირაკლი კახიძე უკვე მესამედ საოპერო ფესტივალზე ქალაქ ბერგენშია მიწვეული, სადაც ამჯერად ვერდის ოპერიდან ისმაილის პარტიას შეასრულებს. სპეკტაკლები 10-დან და 17 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ირაკლი კახიძეს მსოფლიოში აღიარებული ვასკვლავები გაუწევენ პარტნიორობას. სპეკტაკლს ფესტივალის მენეჯერი და ორგანიზატორი ანი რონდინი უდირიჟორებს. ირაკლი კახიძე და იანო ალიბეგაშვილი კიდევ 2 კონცერტს გამართავენ. კონცერტები გაიმართება ედუარდ გრიგის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში და ამავე კომპოზიტორის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან, რომელში მონაწილეობასაც ვენის შტატსოფერის გუნდი მიიღებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში