პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია

16 აპრილი 2019, 00:00 1450 ნახვა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი  ლიკვიდირებულია. რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანი აცხადებს,რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.  ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა,  თუმცა მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.   ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში