ევროკომისია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად გრანტს გამოყოფს

16 აპრილი 2019, 00:00 927 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.   მას შემდეგ რაც ხანძრის შედეგად ისტორიულ ტაძრისთვის მიყენებულ ზარალს ბოლომდე დაითვლიან  გრანტს გამოყოფს  ევროკომისიაც.  10 მილიონს გამოყოფს ილ დე ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელობაც.  

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად თანხას გამოყოფს ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტაძრის  რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს დახარჯავს.

ამავე კატეგორიაში