შსს: 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა

16 აპრილი 2019, 00:00 1734 ნახვა

მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,  ბოლო 10 წელიწადში  კი ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს  საქართველოში 6 ათას 608 ადამიანი  ემსხვერპლა. 85  ათას 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“  უწყებამ დღეს  წარადგინა. ღონისძიებაზე ითქვა, რომ  უწყებამ ამ გამოწვევასთან საბრძოლველად 2018 წელს ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. დღეს 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები და 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება. სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეო-რგოლები.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში