“ახალი ამბების” ოპერატორებმა გაფიცვა 19 აპრილიდან გადაწყვიტეს

16 აპრილი 2019, 00:00 1799 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორმა გაფიცვა და სამსახურეობრივი  მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა  19 აპრილიდან გადაწყვიტა. მათ წერილობითი განცხადება კანცელარიაში უკვე დაარეგისტრირეს.  

ითხოვენ ხელფასების გაზრდას ან სამუშაო პირობების შეცვლას. ამბობენ, რომ მათ ოპერატორთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ აქვთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში