ბათუმის ურბანული პოლიტიკა - საჯარო განხილვა

16 აპრილი 2019, 00:00 1080 ნახვა

ბათუმის ურბანული პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს დღეს სტუდენტებმა,  სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო უწყებების წევრებმა .  ისაუბრეს სტუდია ,,რეკის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლიდანაც სამიზნე აუდიტორიის მიერ გამოიკვეთა ის მიმართულებები, რომლის მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

საუბარია ქაოსურ მშენებლობებსა და  ისტორიული შენობების დაზიანებაზე.  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გენგეგმის არარსებობასა და მისი შემუშავების აუცილებლობას. ითქვა, რომ არსებობს საკანონმდებლო ხარვეზებიც, რომელიც ცენტრალურ დონეზე დასახვეწი და შესაცვლელია. შეხვედრა ენდიაის ორგანიზებით გაიმართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში