მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო, ერთი დღით გადაიდო

16 აპრილი 2019, 00:00 1509 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო, ერთი დღით გადაიდო.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ სხდომის გადადება ირაკლი დაცმელიძემ მოითხოვა, რომელიც დირექტორის იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორია.

"მოგვმართა ირაკლი დარცმელიძემ წერილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო, ვერ დაესწრებოდა 18 რიცხვში ჩანიშნულ სხდომას და ის გადაგვედო," - გვითხრა ნატა იმედაიშვილმა.

ბორდის წევრის თხოვნას, ერთი დღით გადადებულიყო სხდომა, მრჩეველთა საბჭოს წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა.

მრჩეველთა გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტის საკითხზე ბორდი 19 აპრილს შეიკრიბება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ. 

საბჭოს წევრებმა ბორდს 15 გვერდიანი წერილით 11 აპრილს მიმართეს.

ამავე კატეგორიაში