ეკლესიისთვის დამხმარე ნაგებობის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

16 აპრილი 2019, 00:00 3722 ნახვა

 ბათუმის მერიამ გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოში ეკლესიისთვის დამხმარე ნაგებობის მშენებლობა შეაჩერა - ამის შესახებ „მთავარს“ ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა მირიან მეტრეველმა განუცხადა, რომელიც თავადაც ამ ეზოში ცხოვრობს. ეკლესიის მიერ დამატებით ტერიტორიის ათვისებას ამხანაგობა ეწინააღმდეგებოდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კი ამბობენ, რომ არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება და ეკლესია ნებართვას უახლოეს პერიოდში მიიღებს. 

ამის პარალელურად ირკვევა, რომ სახლებს შორის არსებული საზოგადოებრივი სივრცეების დეფიციტის ფონზე, სკვერების ნაცვლად, გასულ წლებში მერიას ბიუჯეტის ფულით ეკლესიების ეზოები მოუწყვია - ორ შემთხვევაში შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობის სამუშაოების აქტიური ფაზა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდს დაემთხვა. ინფორმაცია დღეს ორგანიზაცია „ფაქტ-ჩეკმა“ გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში