ვენეციის კომისიამ მოსამართლეების კანონპროექტზე რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა

17 აპრილი 2019, 00:00 919 ნახვა

ვენეციის კომისიამ მოსამართლეების კანონპროექტზე რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  ამ მოწვევის პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს უზენაეს სასამართლოში ვაკანტური თანამდებობები და პროცესი მომდევნო მოწვევის პარლამენტმა უნდა დაასრულოს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად:  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდა გაიარონ და ინტერესთა კონფლიქტის არიდების მიზნით იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ვენეციის კომისია ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს.

ამავე კატეგორიაში