მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს, მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ - 23 ორგანიზაციის განცხადება

17 აპრილი 2019, 00:00 1422 ნახვა

23 ორგანიზაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება. ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედია გარემოში.

დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება ჩაერთოს ამ პროცესებში'' - წერია განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

1. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

2. ლიბერალური აკადემია თბილისი

3. თავისუფალი არჩევანი

4. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”

5. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“

6. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი

7. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

8. რადიო ათინათი

9. "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი"

10. ასოციაცია ,,დეა"

11. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის "

12. ადგილობირივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

13. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო

14. "სტუდენტურ-ახალაგზრდული სათათბირო"

15. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

16. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის

17. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"

18. გადავარჩინოთ მომავალი თაობა"

19. საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი

20. ,აფხაზეთი- ჩემი სახლი”

21. ადამიანის უფლებათა ცენტრი

22. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი“

23. ენერგოეფექტურობის ფონდ

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ 19 აპრილსაა ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში