ხელისუფლებას გაუჭირდება რეკომენდაციების იგნორირება - შეფასება ეუთოს მოსაზრებაზე

17 აპრილი 2019, 00:00 1152 ნახვა

ხვალ დილიდან  „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყება - შეხვედრას დეპუტატები მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმების კანონპროექტის კენჭისყრამდე გამართავენ. საკითხის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება - არებული კანონპროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ  აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვენეციის კომისიის მიმართვის შემდეგ, გამოცდების გაუქმების რეკომენდაციით გამოდის ეუთოც -  ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე  მოამზადა. საერთშორისო ორგანიზაცია პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებს, ასევე ფარული კენჭისყრის სისტემას იწუნებს. აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები შეშფოთების საფუძველს ქმნის.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში