მაუწყებლის 103 თანამშრომლის მიმართვა მრჩეველთა საბჭოს

17 აპრილი 2019, 00:00 2623 ნახვა

განცხადებები, ხელმოწერები, წერილები და პეტიცია - ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ. ტელევიზიისა და რადიოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც ისინი მრჩეველთა საბჭოს მიმართავენ. თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას, დირექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამბობენ, რომ ემიჯნებიან საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას .

„ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის შემდეგ“ - აღნიშნავენ თანამშრომლები. ტელევიზიისა და რადიოს 310 თანამშრომლიდან მიმართვას ხელს 103 თანამშრომელი აწერს. ჩვენ დავუკავშირდით იმ თანამშრომლებს, რომელთა ხელმოწერების იდენტიფიცირებაც შევძელით, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.

ამავე კატეგორიაში