დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე მრჩეველთა საბჭო ხვალ იმსჯელებს

18 აპრილი 2019, 00:00 1429 ნახვა

მრჩეველთა საბჭოს სხდომა რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხვალ 13:00  საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე დასწრებას გეგმავენ კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წევრები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები, ასევე მედია ექსპერტები.

მაუწყებლის ხელმძღვანელის გადადგომას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილი კანცელარიაში 11  აპრილს შეიტანეს.

15 გვერდიან დოკუმენტში  ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების ძირითად მიზეზებად სატელევიზიო რეიტინგების კლება, პრიორიტეტების შეუსრულებლობა, კომუნიკაციის შესაძლებლობის შეზღუდვა, საბიუჯეტო  სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უტენდერო შესყიდვები სახელდება.  

ამავე კატეგორიაში