უსკო სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

12 აგვისტო 2016, 00:00 3245 ნახვა

საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწვეტილებას უსკო სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. საუბარია საიას სარჩელზე, რომლის განხილვაზე უსკომ უარი 9 აგვისტოს თქვა, არასამთავრობო ორგანიზაციამ კი აქტის ბათილად ცნობის მიზნით, სასამართლოს მიმართა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უსკოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში დაავალა, განიხილოს აღნიშნული დოკუმენტი.  31 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ მაჟორიტარების წარდგენისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის – მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა უჩვენეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, აგიტაციის ნიშნებს შეიცავს და კანონდარღვევაა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში