მოსამართლეების არჩევის წესი - განხილვა პარლამენტის სხდომაზე გაგრძელდება

19 აპრილი 2019, 00:00 1117 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. სხდომაზე მსჯელობა პროექტის იმ ნაწილზე გაგრძელდება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ეხება.

დღესვე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შეფასებებს მოისმენს. 


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება

მესამე დღეა პარლამენტში გრძელდება საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, ან წუთებში პარლამენტში ამ საკითხზე სახალხო დამცველის გამოსვლას ისმენენ, რომლის შემდეგ იგეგმება კანონპროექტის კენჭისყრა

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში