საბჭოს გადაწყვეტილებამ მედია თავისუფლების ხარისხი არ უნდა დააზიანოს - სახალხო დამცველი

19 აპრილი 2019, 00:00 1264 ნახვა

კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო საბჭოს, არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს ჩარევას ან გარკვეულწილად, ზეგავლენას სარედაქციო დამოუკიდებლობაში და არ დააზიანებს საქართველოში მედია თავისუფლების ხარისხს, - ეს არის სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას კომენტარი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა მიიღონ.

“სამწუხაროდ, არ მაქვს შესაძლებლობა, რომ პირადად მივადევნო თვალყური განხილვის პროცესს, თუმცა ეს განხილვა ალბათ დაგვანახებს რა რეალური მიზეზები დგას ამ ყველაფრის უკან და რამდენად დასაბუთებულია ის მოთხოვნები, რაც აქვთ წარდგენილი,'' - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება. მრჩევლები, მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დღეს, 19 აპრილს იმსჯელებენ. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში