აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე გადააყენეს

19 აპრილი 2019, 00:00 3263 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ნათია კაპანაძე თანამდებობას ტოვებს. უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი ოთხმა მრჩეველმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, 2016 წელს დაინიშნა. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება [სიუჟეტი]

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში