ნატა იმედაიშვილი - ''დირექტორი დღევანდელი მოსაზრებებით, არსებული სიტუაციის შეცვლისკენ არ მიდიოდა''

19 აპრილი 2019, 00:00 1487 ნახვა

აჭარის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს. იმედაიშვილი მიიჩნევს, რომ დირექტორს არც დღეს წარმოუდგენია არგუმენტები ან მოსაზრებები, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნებოდა ორიენტირებული. "მთელი ამ ხნის განმავლობაში რასაც ვლაპარაკობდით, პრობლემები, რომელიც იყო მაუწყებელში სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილი ანგარიშით, წარმოდგენილი მოსაზრებით, შეცვლისკენ არ მიდიოდა, არ მიდიოდა პროგრესისკენ და უკეთესობისკენ.

მეგონა, რომ უფრო დასაბუთებულ, უფრო არგუმენტირებულ მოსაზრებებს მოვისმენდით დირექტორისგან, იმ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს მაუწყებელში. მე ვიცი ერთი რამ, რომ ტელევიზიაში იყო ძალიან ბევრი პრობლემა და არის ბევრი პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა შეიძლება ჩვენ მივიჩნიოთ ძალიან უმნიშვნელოდ, ნაკლებად ღირებულად, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებს სჭირდება გამოსწორება.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე რომ მიდის საუბარი, არ მგონია იყოს დასაბუთებული, სიტყვის თავისუფლება უნდა გაგრძელდეს, დემოკრატიაც, პლურალიზმიც და რა თქმა უნდა ტენდენცია უნდა გაგრძელდეს იმისა, რაც იყო მონაპოვარი 2013 წელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა რომელიც უნდა გაძლიერდეს, უნდა გაგრძელდეს საბჭოს მეთვალყურეობით და უფრო მეტად დაბალანსებული ვიდრე აქამდე იყო" - განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.

ამავე კატეგორიაში