„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გათავისუფლების ფაქტზე პატარა გამოძიება ჩავატარე“ -დავით ზურაბიშვილი

20 აპრილი 2019, 00:00 1513 ნახვა

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს დავით ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. როგორც პოლიტიკოსი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს თუ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო იყო ნათია კაპანაძით და მის ნაცვლად ოცნების აპოლოგეტი ერთგული კადრი ჭირდებოდათ, მაშინ მარტივად შეეძლოთ დაეცადათ ექვსი თვე და პროცედურების დაცვით დაენიშნათ რომელიმე. ხელისუფლებამ ამ ექვსი თვის პერიოდში ვერაფერი მოიგო და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძეც თავისი ღირებულებითი პოზიციით დიდად არ განსხვავდება ნათია კაპანაძისგან. შეუძლებელია სერიოზულად ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს იყო მართლაც თანამშრომელთა პროტესტი და სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა.

რომელთა პოზიცია ორი კვირის წინ სულაც არ იყო ასე რადიკალური, უცებ შეცვალეს პოზიცია იმის გამო, რომ თურმე დირექტორი თანამშრომლებს ქელეხში არ ატანდა კამერებს. ისევე როგორც აშკარად ხელოვნური და ორგანიზებული იყო ოპერატორთა ერთდღიანი გაფიცვა ხელფასის მომატების მოთხოვნით, რომელიც შეწყდა დირექტორის გათავისუფლებიდან ნახევარ წუთში. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მთელი ეს კამპანია აშკარად იყო ორგანიზებული ხელისუფლებიდან - წერს დავით ზურაბიშვილი.

ამავე კატეგორიაში