ლევან იზორია იანოშ ჰერმანს შეხვედა

12 აგვისტო 2016, 00:00 2184 ნახვა

კიდევ ერთი შეხვედრა, თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გამართა. როგორც შეხვედრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მონაწილე. მისივე თქმით, ქართული მხარე, ევროკავშირის ეგიდით, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულის დონის ქვედანაყოფის გაგზავნას გეგმავს. ქართული ოცეული აფრიკის კონტინენტზე ფრანგულ კონტინგენტთან ერთად შეასრულებს მისიას. 

ამავე კატეგორიაში