პოლიციასთან დაპირისპირებისას 50-მდე ადამიანი დაშავდა

21 აპრილი 2019, 21:25 1168 ნახვა

დღეს მომხდარი რამდენიმე დაპირისპირების შედეგად დაშავებულია ჯამში 50-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სამართალდამცავია. სიტუაცია სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე შსს-ს მძიმე ტექნიკა და დამატებითი ეკიპაჟები შევიდნენ.

ამის შემდგომ მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. რამდენიმე უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი. სამართალდამცველების მხრიდან კი ადგილი ჰქონდა ცრემსადენი გაზის გაშვებას და რეზინის ტყვიების გასროლას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში