ნაციონალურმა მოძრაობამ უსკოში, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია შეიტანა

07 ივლისი 2016, 20:00 995 ნახვა

დღეს დილით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უსკოში, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის, დოკუმენტაცია შეიტანა. რეგისტრაციის ვადა 8 ივნისიდან დაიწყო, თუმცა, ამ დროისთვის განაცხადი და დოკუმენტაცია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შეტანილი, პარტიის წევრი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ პარტიას დამატებით 3 ათასი ხელმომწერის წარდგენა არ ევალება, რადგან პარტია ცესკოშია რეგისტრირებული,

უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რეგისტრაციის გასავლელად, პარტის წევრებმა დღეს მიმართეს. იმ პარტიებმა კი, რომლებიც ცენრტრაულ საარჩევნო კომისიაში არ არიან რეგისტრირებულები, აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები 3 ათასი პირის ხელმომწერა უნდა წარადგინონ. უსკოს იურიდიული სამსახურის უფროს ფრიდონ ბათნიძის განმარტებით, პარტიები რეგისტრაციაში დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ ტარდებიან.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღეა, ანუ 12 აგვისტოა. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, ისინი სექტემბერში, არჩევნებამდე 30 დღით ადრე უნდა შეიტანონ.

ავტორი: მზია მართალიშვილი

ამავე კატეგორიაში