აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს პოსტი კვლავ ვაკანტურია

10 ივლისი 2016, 20:00 939 ნახვა

არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის  6 დღის წინ დატოვა, თუმცა, ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტს მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.  თანამდებობაზე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე მხოლოდ ერთი კანდიდატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე მოიაზრება. აჭარის უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” წევრები  კონსულტაციებში პრეზიდენტის მონაწილეობას ელოდებიან.

    კანონმდებლობის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს  უმაღლესი საბჭოსთვის კანდიდატის წარსადგენად 10-დღიანი ვადა აქვს.   კანდიდატს კი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მთავრობის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ,  მინისტრთა ახალი კაბინეტი დაკომპლექტდება. არჩილ ხაბაძის მთავრობის წევრები ამ დრომდე მოვალეობებს ასრულებენ.

ამავე კატეგორიაში