ვინ იქნება რეგიონში სიის პირველი ნომერი ''ქართული ოცნების'' რიგებიდან ?

11 ივლისი 2016, 20:00 913 ნახვა

ერთ თვეზე მეტია ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებზე მუშაობას ასრულებენ. კვალავ აქტუალურია კითხვა, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ვინ იქნება რეგიონში სიის პირველი ნომერი? 
დღეს ცნობილი გახდა რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და პირველობისთვის იბრძოლებს რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი. 
დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა ბათუმში და წინასაარჩევპო კამპანია დაიწყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე 4 წლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის სტატუსითვის იბრძოლებს.
რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა, ეს არმაზ ახვლედიანია, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობის დატოვების შემდეგ გადაწყვიტა, ბათუმში დამოუკიდებელ დეპუტატად იყაროს კენჭი. 
მოხვდება თუ არა განახლებულ შემადგენლობაში საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი ავთანდილ ბერიძე, ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში