სოფელ უჩამბაში წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო

11 ივლისი 2016, 20:00 935 ნახვა

მდინარის ადიდების შედეგად, სოფელ უჩამბაში წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ალტერნატიული გზა, სტიქიის შემდეგ დროულად გაიწმინდა. დღეს ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა სრულად მობილიზებულია. დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა ინტენსიურად მიმდინარეობს. დაბა შუახევში მოსახლეობას წყალი უწყვეტად მიეწოდება . 
მიყენებული ზარალი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. ივნის-ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად ზარალმა რაიონში 108 ათასი, მთლიანად რეგიონში კი 2 772 000 ათასი ლარი შეადგინა.

ავტორი: მაიკო ფუტკარაძე

ამავე კატეგორიაში