ბოლო მონაცემებით ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა

14 ივლისი 2016, 20:00 1026 ნახვა

პარიზსა და ნიცაში დღეს სახელმწიფო დროშები დაუშვეს, ნიცაში დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება, მათ შორის, მომღერალ რიანას კონცერტი და ჯაზ ფესტივალი გაუქმდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გუშინ მომხდარი 
გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელსაც 26 ივლისს ეწურებოდა ვადა, 3 თვით გახანგრძლივდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

    ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 84 ადამიანი დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში