ლევან ვარშალომიძე ხუცუბნის მოსახლეობას შეხვდა

12 აგვისტო 2016, 00:00 2683 ნახვა

''მანდარინის პროგრამა''-ასე ქვია ''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ პროგრამას, რომელიც, დღეს, ლევან ვარშალომიძემ სოფელ  ხუცუბნის ფერმერებს გააცნო. მისი თქმით ეს არის რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც არჩევნებში  “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში ამოქმედდება. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ციტრუსის კორპორაციის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც  მანდარინს ფერმერებისგან  შეიძენს, სტანდარტულ ციტრუსს უკრაინაში გადატვირთავს, საიდანაც მისი რეალიზება როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების ბაზრებზე ოხდება. არასტანდარტული მანდარინი  კი, აჭარაში მოქმედ საკონსერვო საწარმოებს მიეწოდება.

ამავე კატეგორიაში