შეხვედრა უმაღლეს საბჭოში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს

14 ივლისი 2016, 20:00 934 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ზამბახიძემ რეგიონის პირველ კანონმდებელს რეგლამენტის დაცვა და საკითხის ტრიბუნიდან გამოტანა თხოვა. მან ასევე, იმ დოკუმენტის ნახვა და დეპუტატების წინაშე წარდგენა ითხოვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაწერა.
განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემაც. დეპუტატს აინტერესებდა, რამდენად მაღალია ნდობის ხარისხი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. 
რეგიონის პირველმა კანონმდებელმა დეპუტატების კითხვები უპასუხოდ არ დატოვა და მათ კონსტიტუციის მოქმედი მუხლები შეახსენა. პეტრე ზამბახიძის მოთხოვნა, გამოცხადებულიყო შესვენება, ავთანდილ ბერიძემ არ დააკმაყოფილა და საკითხის განხილვაზე გადავიდა. დეპუტატების წინაშე უკვე გამოვიდა ზურაბ პატარაძე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ამავე კატეგორიაში