ლორენ ჰილი ბათუმში

17 ივლისი 2016, 20:00 921 ნახვა

მელომანებით გადავსებული კორტები და აჟიტირებული პუბლიკა ლორენ ჰილის კონცერტზე. ბლექ სი ჯაზ ფესტივალის მესამე დღე ვარსკვავური გამოდგა. ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, რეპერი, პროდიუსერი, მსახიობი, მრავალი ჰიტის ავტორი, ამერიკული მუსიკალური ჩარტების ლიდერი და გაყიდული დისკებით ერთ-ერთი რეკორდსმენი – ბათუმში მუსიკოსთა 17-წევრიან ბენდთან ერთად ჩამოვიდა და ჯაზფესტივალის სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. მომღერალმა შადეს, ბობ მარლისა და სხვა ცნობილი შესმრულებლების რამდენიმე ქავერი და რეპერტუარში არსებული ყველა ჰიტი შეასრულა, მათ შორის სიმღერა, ჯგუფ `ფუჯისის” ალბომიდან, რომელმაც ლორენ ჰილს პოპულარობა მოუტანა. საათნახევრის განმავლობაში მომღერალმა 39-ჯერ ახსენა `ჯორჯია” და მსმენელისთვის ბისზე ნამღერიც საქართველოს მიუძღვნა . ლორენ ჰილის ცონცერტს 5 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო .
მომდევნო სამი დღის განმავლობაში საფესტივალო განწყობა ქუჩებში გადაინაცვლებს. ბათუმის ბულვარსა და კოლონადებთან ქუჩის მუსიკოსებისა და ჯაზბენდების კონცერტები გაიმართება. 21 ივლისს, ფესტივალის ვარსკვლავურ სერიას `პროდიჯი” განაგრძობს.
ავტორი: მარი ბოლქვაძე

ამავე კატეგორიაში