12 მომხრე და 7 წინააღმდეგი: აჭარის მთავრობა არჩეულია

17 ივლისი 2016, 20:00 1049 ნახვა

12 მომხრე და 7 წინააღმდეგი: აჭარის მთავრობა არჩეულია. აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა დასრულდა. დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მინისტრობის ოთხი კანდიდატიდან კანონმდებლებს ორი ახალი სახე წარუდგინა, ხოლო 2012 წელს არჩეულ ორ მინისტრს განახლებულ მინისტრთა კაბინეტში შესვლის შესაძლებლობა მისცა.

ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძის კანდიდატურა წარუდგინა და ყურადღება გაამახვილა მის განათლებასა და სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებზე. პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კანდიდატად რამაზ ბოლქვაძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად გია თავამაიშვილი დაასახელა, რომელიც ამ პოზიციაზე 2012 წლის არჩევნებიდან მუშაობს. გია თავამაიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ნუგზარ სურმანიძე წარადგინა, რომელიც ამ პოზიციაზე 2012 წლიდან მუშაობს.

ავტორი: ზაირა ლომაძე

 

ამავე კატეგორიაში