11 ხმით აკადემიურმა საბჭომ მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის რექტორად აირჩია

17 ივლისი 2016, 20:00 821 ნახვა

11 ხმით აკადემიურმა საბჭომ მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის რექტორად აირჩია: კანდიდატმა საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მოიპოვა. მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო თითქმის 3 საათს   განიხილავდა.  
   რექტორის თანამდებობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, ანთაზ ქიქავა იბრძოდა, თუმცა სხდომის დაწყებისთანავე ქიქავამ კანდიდატურა მოხსნა და დახურული სხდომა დატოვა. აკადემიური საბჭოს წევრები ქიქავას გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მის მიერ წარდგენილი უნივერსიტეტის განვითარების გეგმა ზოგადი იყო. ხალვაშის კონცეფციაში კი ნათლად ჩანდა უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ამაღლებისკენ სწრაფვა და ამის მისაღწევად გაწერილი კონკრეტული ღონისძიებები.
   მერაბ ხალვაშისთვის აკადემიური საბჭოს სრული მხარდაჭერა მოულოდნელი არ ყოფილა. ახლადარჩეული რექტორი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქიქავამ კანდიდატურა მოხსნა, საბჭოს ყველა წევრი ხმას მას მისცემდა. რექტორს ხვალ პირველი ოფიციალური სამუშაო დღე ექნება.
     ხალვაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა, დღეს აკადემიურმა საბჭომ ის 4 წლიანი ვადით აირჩია.

ამავე კატეგორიაში