სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა საპროტესტო აქციას კვლავ განაგრძობს

17 ივლისი 2016, 20:00 925 ნახვა

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა ,,შუახევი-ჰესის" მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას კვლავ განაგრძობს. ადგილობრივების მოთხოვნა  უცვლელია: დეტალური გეოელოგიური კვლევა და უსაფრთხოების რუკის შექმნა. როგორც მოსახლეობა ამბობს, გვირაბი 12 დღეა გადაკეტილი აქვთ, სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა, მათთან კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან. მათი თქმით, დღეს დილით სოფელში სამართალდამცველთა ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა, მათ ტერიტორია მალევე დატოვეს და არც  აქციის მონაწილეებს  გაესაუბრნენ. სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებლები განმარტავენ, რომ  პრეტენზიით არა ხელისუფლებას, არამედ მშენებელ კომპანიას მიმართავენ.  ჩვენ დავრეკეთ კომპანიაში, თუმცა  კომენტარი ამჯერადაც არ გააკეთეს. მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ კომპანია სამუშაოებს მანამ ვერ განაახლებს, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა.

ავტორი: მაიკო ფუტკარაძე

ამავე კატეგორიაში