საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

19 ივლისი 2016, 20:00 859 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობას შეეხო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა თურქი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება. 
გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში