გიორგი კირთაძე ქალაქის მერს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს

20 ივლისი 2016, 20:00 977 ნახვა

     ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე ქალაქის მერს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს-კირთაძე ამბობს, რომ მერი საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუ “პირისპირ”-ის ეთერით მოსახლეობას ახალი ავტობუსების შეძენას დაჰპირდა, ერმაკოვი ასევე ამბობდა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება იბიარდთან და  ავტობუსების განახლებაა გადაწყვეტილი, ძალიან მალე კი ქალაქში ელექტრო ავტობუსებიც გამოჩნდებოდა.   კირთაძე ამბობს, რომ ეს ერმაკოვის მხრიდან ცრუ დაპირება იყო, რადგანაც იბიარდთან ამ დრომდე ქალაქის მერიას ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე კატეგორიაში