აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეხვდა

21 ივლისი 2016, 20:00 1024 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას ხვედება. დღეს ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მთავრობის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა, რის შემდეგაც ხულოს ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას მოუსმინა. ხულოელებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს, თუმცა, თუმცა, იმ სოფლებზეც ისაუბრეს, სადაც გზები რეაბილიტაციას საჭიროებს.
მოგვიანებით მთავრობის თავმჯდომარე ღორჯომის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათ მთავრობის თავმჯდომარეს სასწრაფო დახმარების მანქანების რაოდენობის გაზრდა თხოვეს. 
„მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ,,მთის კანონი“. უნდა განვახორციელოთ ახალი სოციალური პროექტები. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მთავრობა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ მთაში მცხოვრები მოსახლეობის მიგრაცია ბარში შევაჩეროთ, ხალხი მთაში დავაბრუნოთ, სოფელი გაძლიერდეს, გახდეს შემოსავლიანი და ადგილზევე დასაქმდეს მოსახლეობა. ამიტომ საჭიროა გვერდით გადავდოთ პარტიული შეხედულებები და ერთად ვაკეთოთ საქმე ჩვენი ხალხის უკეთესი მომავლისათვის’’- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ამავე კატეგორიაში