ოლიმპიური ფიცის დადებისა ცერემონია

22 ივლისი 2016, 20:00 926 ნახვა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წელს ოლიმპიადაში უპერეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები მონაწილეობენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ოლიმპიურ პარკში განაცხადა, სადაც ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა, ბრაზილიას ის დიდი წარმატება მიულოცა, რომელიც მას წილად ხვდა. 
" საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, თუ რა მიღწევები გააჩნია ჩვენს ქვეყანას სპორტის მიმართულებით, თქვენ მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გააბედნიერებს",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ოლიმპიადაზე, 13 სახეობაში საქართველოს 39 სპორტსმენი წარმოადგენს.

ამავე კატეგორიაში