ანა დოლიძე მთავრობისაგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

28 ივლისი 2016, 20:00 975 ნახვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის კონკურსში მონაწილე  მთავრობისაგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. ანა დოლიძეს აინტერესებს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩიეს საქართველოს მთავრობის მიერ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

    ანა დოლიძემ განცხადებით, პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის თქმით, მას როგორც კონკურსის ფინალისტს უსამართლობის განცდა აქვს.

ამავე კატეგორიაში