''გმირთა ხეივანში'' რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

28 ივლისი 2016, 20:00 848 ნახვა

ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ სამ ჰექტარ მიწის ფართობზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ადგილზე მიმდინარე სამშენებლო პროცესები დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა. რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები, კაზინო, კვების ობიექტები, ლაუნჯ-ბარები, გასართობი და სარეკრეაციო ზონები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები განთავსდება. მისივე თქმით, გმირთა ხეივანში კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი ახლახან გასხვისდა, სადაც პროექტით 21 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

„გმირთა ხეივნის“ განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. პროექტი ექსპლოატაციაში 2019 წელს შევა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში