ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ''მე მინდა ისევ წვიმაში ვიდგე''

02 აგვისტო 2016, 20:00 949 ნახვა

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო “მე მინდა ისევ წვიმაში ვიდგე” ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ექიმმა-რადიოლოგმა ირინა ხინიკაძემ მაყურებელს, მუსიკალურ ნომრებთან ერთად, საკუთარი ლექსებიც მოასმენინა. ღონისძიება ზაზა სიხარულიძემ  დადგა. მასში სახელმწიფო კაპელას მომღერლები მონაწილეობდნენ. საღამო მუსიკალური ცენტრის ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების ხელშეწყობას ითვალისწინებს.  

ამავე კატეგორიაში