თამარის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება

08 აგვისტო 2016, 20:00 989 ნახვა

თამარის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება, თუმცა, არჩევნებამდე ბენეფიციარები იქ ვერ დასახლდებიან. საარჩევნო პერიოდში არსებული შეზღუდვების გამო, სამთავრობო კომისიას ჯერ არც ის ოჯახები შეურჩევია, რომელთაც ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მშენებარე სახლის მობინადრეები სტიქიის შედეგად დაზარალებულები იქნებიან.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოციალური სახლის მშენებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა. 10-სართულიანი კორპუსში 58 ბინაა. ბიუჯეტიდან პროექტისთვის 3 მილიონი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში