იპოთეკით დაზარალებულთა საპროტეტსო აქცია

08 აგვისტო 2016, 20:00 948 ნახვა

საპროტეტსო აქცია გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან. იპოთეკით დაზარალებული პირები და უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები საპოლიციო გამოსახლების სისტემის დაბრუნებას აპროტესტებდნენ. 
როგორც ცნობილია, საქართველოში საპოლიციო გამოსახლება რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. ცვლილებები სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იყო შესაძლებელი.
რამდენიმე კვირის წინ კი საკონსტიტუციო სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიმართა და განსახილველად საპოლიციო გამოსახლების აღდგენის ახალი პაკეტი მიაწოდა. 
უფლებადმაცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ უწყება საქმეებს შერჩევით და პოლიტიკური პარტიების ინტერესების გათვალიწინებით განიხილავს. მოქალაქეები კი ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე წარმოებაში არ უნდა მიიღოს.

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში