ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება

09 აგვისტო 2016, 20:00 917 ნახვა

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. მისივე თქმით, ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფენდუმით მიღებას.  გარდა ამისა, პრეზიდენტის აზრით, დღევანდელ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტ რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს მისცემს.

ამავე კატეგორიაში