ეკომიგრანტთა პრობლემები

22 აგვისტო 2016, 20:00 880 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები 18 ეკომიგრანტი ოჯახი 24 წელია ბინებით უზრუნველყოფას ითხოვს. ქედის გამგებელ დავით დუმბაძის განცხადებით, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა უკვე დაიგეგმა. ეკომიგრანტებს აგარაში, ცივასულას ტერიტორიაზე სოციალურ სახლში შეასახლებენ, რომლის მშენებლობაც მალე დაიწყება. თანხას სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მოიძიებენ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრომ 13 ოჯახს 25-25 ათასი ლარის ოდენობით დახმარება უკვე დაუმტკიცა. ქედაში განსახლებას სულ 81 ოჯახი ექვემდებარება, მათ შორის ეკომიგრანტი რაული თებიძეც არის.

ავტორი: სოფიკო შავაძე

ამავე კატეგორიაში