ყაზახი ჟურნალისტები ბათუმში

22 აგვისტო 2016, 20:00 961 ნახვა

ყაზახი ჟურნალისტები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან. მათთვის, პრესტურის ფარგლებში დღეს პრეზენტაციაც მოეწყო, მოგვიანებით კი, ნაციონალური ტელევიზიისა და ვებპორტალების ჟურნალისტებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე მოინახულეს. ღონისძიების ფარგლებში, ისინი მაღალმთიან აჭარასაც ეწვევიან, ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ქართულ ფოლკლორს გაეცნობიან. პრესტური ყაზახი ჟურნალისტებისთვის წელს მეორედ გაიმართა.

ამავე კატეგორიაში