სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსული ბათუმში

23 აგვისტო 2016, 20:00 920 ნახვა

სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის გზებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ეღიშე სარქისიანი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, მან მისი წინამორბედი ივნისში ჩაანაცვლა. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში