''რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ'' დღეს 12 ობიექტს გადაეცა

25 აგვისტო 2016, 20:00 888 ნახვა

ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ დღეს 12 ობიექტს გადაეცა. ხარისხის ნიშანი კვების დაწესებულებეში მომხმარებელთათვის უსაფრთხოების, სანიტარული ნორმებისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების გარანტიას გულისხმობს. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხარისხის ნიშანი დღემდე საზოგადოებრივი კვების 46-ს ობიექტს აქვს მინიჭებული. მამუკა ბერძენიშვილის თქმით, წლის ბოლომდე მათი რიცხვი გაიზრდება.

პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში, ამ ეტაპზე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას 29 ობიექტი ცდილობდა.

ავტორი: თიკო ნსუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში