ბათუმელი 6 ექიმი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს ისრაელში გაივლის

29 აგვისტო 2016, 20:00 889 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექვსი ექიმი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს ისრაელში გაივლის. ისინი სამედიცინო ცენტრ  „კომეტს“  15 სექტემბერს ეწვევიან და სასწავლო ტრენინგ-კურსის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში, სამედიცინო სფეროს სიახლეებს გაეცნობიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები გაგრძელდება და რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნამდე, ეტაპობრივად განხორციელდება. 6 ექიმის უცხოეთში გადამზადების ინიციატივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს ეკუთვნით. პროექტის ხარჯებს  კი ისრაელელი ბიზნესმენები დაფარავენ.

ამავე კატეგორიაში