უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

29 აგვისტო 2016, 20:00 1013 ნახვა

დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმში, ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა, რომელსაც დაკარგულ მებრძოლთა ახლობლები და ნათესავები, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს ორგანიზებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი უწევენ. 
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.

ამავე კატეგორიაში