აჭარაში შესაძლოა საერთაშორისო სპორტული ბაზები მოეწყოს

04 სექტემბერი 2016, 20:00 870 ნახვა

კომპანია „Enda Tour”-ისა და „Enda Sports 1995” -ის მფლობელ შამილ იაშაჯანს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ რეგიონის პირველ ფინანსისტ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად უმასპინძლა. აჭარით დაინტერესებულ ინვესტორს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი მთავრობის თავმჯდომარემ გააცნო და მასთან ერთად მომავალი თანამშრომლობის სფეროები განიხილა. 
შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიების მფლობელია. ის ევროპის, აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას, ასევე საერთაშორისო სპორტული გუნდური შეკრებების ორგანიზებას ახორციელებს.
კომპანია „Enda Sports 1995” კი "FIFA"_ს საერთაშორისო ლიზენზიას ფლობს.

ამავე კატეგორიაში