განცხადება დემურ სტურუას დედის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე

05 სექტემბერი 2016, 20:00 976 ნახვა

მთავარი პროკურატურა სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებული დავით ნაცვლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს გარდაცვლილის დედასთან ნონა ჯოჯუასთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს - დავით სტურუას. 
დავით ნაცვლიშვილს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში